ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებულები ვართ ამის გამო, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებულები ვართ ამის გამო. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. არა მგონია, საქართველოში ვინმეს სურდეს საკუთარი ქვეყანა ჩადოს სხვა ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ჩინეთის", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.