საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა.

კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

"მინდა, თინათინ რუხაძის გაგაცნოთ ბიოგრაფიული მონაცემები. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის თბილისის კონცერტინოს დირექტორი, მოგვიანებით, იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი. იყო „თიბისიტვის“ გენერალური პროდუსერი, ასევე საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდუსერი, შპს „მელოდი არტის“ დირექტორის მოადგილე და გენერალური პროდუსერი, ვასო ბაშიძის სახლობის მუსიკისა და დრამის თეატრის გერენალური დირექტორი, საკრებულოს მრჩეველი განათლების ადა კულუტურის საკითხებში. მინდა, მას ვუსურვო წარმატებები ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.