ცოტნე მირცხულავაზე ბრალის წარდგენა პირდაპირი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდებით ვერ გააჩერებს ვერც ერთ იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის ეს იქნება ციხეში მყოფი პოლიტიკური ლიდერი, თუ თავისუფლებაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტი.

"ცოტნე მირცხულავაზე ბრალის წარდგენა პირდაპირი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ნიკა მელიაზე თავდამსხმელი, ეს ნაძირალა, რომელიც თავს დაესხა მელიას პოლიტიკური კამპანიის დროს, ეს არ იყო უბრალო თავდასხმა, ეს იყო პოლიტიკური კამპანიის დროს, არჩევნებში პოლიტიკური ლიდერისთვის ხელის შეშლა, იმის საპასუხოდ, რომ ჩვენი პარტიის წევრებს უნდოდათ ამ ადამიანის დაკავება, სუსმა ის გააპარა. ამის გამო ხდება ბრალის წარდგენა. ვერც ცოტნე მირცხულავას, ვერც ნიკა მელიას, ვერც ელენე ხოშტარიას, ვერც იმ ადამიანებს, ვინც ახლა თავისუფლებაზეა და იბრძვის, ვერავის გააჩერებს “ქართული ოცნება“, - განაცხადა თევზაძემ. 

პარტია "ახალის" წევრს ცოტნე მირცხულავას, რომელიც ნიკა მელიას თავდასხმის საქმის თვითმხილველია, ბრალს წაუყენებენ.

შსს-მ 2024 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება 2 წლის დაგვიანებით დაიწყო. გასულ კვირას დაკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელიას დაცვის ყოფილი თანამშრომელი გაბრიელ კობაიძე.

პირი, ვინც საარჩევნო შეხვედრისას მელიას, კამერების წინ თავს დაესხა, საბა ნიკოლეიშვილა. მისი იდენტიფიცირება თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოხდა, თუმცა  2 წლის თავზე ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას ადასტურებს. ის ახლა იმის მტკიცებას ცდილობს, რომ თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა.