მიგვაჩნია, რომ ახლაც საქართველოს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის წინაშე და შესაბამისად, ახლაც ერთგვარად რეფერენდუმია ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება და პროტესტში ჩართვა.

"მიგვაჩნია, რომ ახლაც საქართველოს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის წინაშე და შესაბამისად, ახლაც ერთგვარად რეფერენდუმია ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა არ დავკარგოთ და შევინარჩუნოთ, მრავალი თაობის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, თავისუფლება რომ გადავცეთ შემდეგ თაობას წარმატებით, ამისთვის აუცილებელია ეროვნული მობილიზაცია, საქართველოს თითოეული მოქალაქის გააქტიურება, მათთან მისვლა და მათი ჩართვა საპროტესტო მოძრაობაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციური ალიანსის განცხადებით, იწყება ეროვნული მობილიზაციის კამპანია, რომლის კულმინაცია იქნება 26 მაისს დედაქალაქში, სადაც აქცია გაიმართება.