როდესაც მაკა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე გამოდიოდნენ საკუთარი პოზიციების დასაცავად ამ საპარლამენტო ასამბლეაში, ისინი იყვნენ პრაქტიკულად მარტო. მათ საერთაშორისო მოკავშირეები აღარ ჰყავთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის დღევანდელი ხელისუფლება ავტოკრატიული და  ღიად ანტიდასავლურია.

"ყველაზე ყოვლისმომცველი მისიის მანდატი გააჩნია ეუთო/ოდირს და ამიტომ, ეს სესია იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ არჩევნების მნიშვნელობა აისახა სწორედ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდება ხვალ, რომელსაც საკომიტეტო მოსმენებზე უკვე კენჭი ვუყარეთ, სადაც შევიდა კონკრეტული შესწორებები ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მხრიდან. მათ ჰქონდათ ასევე არაერთი შესწორება რუსულ კანონზე, იმ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება დგამს. ივანიშვილის დღევანდელი ხელისუფლება ავტოკრატიულია, ღიად ანტიდასავლურია და ცდილობს, რომ საქართველო დააახლოოს არა ევროატლანტიკურ სივრცეს, არამედ რუსეთს და ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი. 

როდესაც მაკა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე გამოდიოდნენ საკუთარი პოზიციების დასაცავად ამ საპარლამენტო ასამბლეაში, ისინი იყვნენ პრაქტიკულად, მარტო. მათ საერთაშორისო მოკავშირეები აღარ ჰყავთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.