ღარიბაშვილმა თქვა, რომ გადის პოლიტიკიდან, მას არ უთქვამს, რომ წავიდა, იმიტომ რომ, არ იცის, როდის დაუძახებს თავისი პატრონი, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა იქნება მის თავს ხვალ და ზეგ.

"მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან ნათლად ისაუბრა ყველაფერზე, ყველაფერი ღიად თქვა. მან თქვა, რომ გადის პოლიტიკიდან, მას არ უთქვამს, რომ წავიდა იმიტომ, რომ არ იცის, როდის დაუძახებს თავისი პატრონი, როგორც მოსვლის გადაწყვეტილებებს არ იღებს, ისე წასვლისას. ამიტომ, არ იცის რა იქნება თავისი ხვალინდელი და ზეგინდელი დღე.

კობახიძეზე საუბრის დროსაც სრულიად ნათელი იყო მისი პასუხები, თუმცა თავს არიდებდა მისი პრემიერობიდან გაშვების შემდეგ პერიოდზე საუბარს, რითაც დაადასტურა, რომ ეს წინააღმდეგობა არსებობდა, მათ შორის არის შეუთავსებლობა, როგორც ჩანს, რაღაც ვერ გაინაწილეს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.