ჩვენ "ჯერ საქართველოს" წევრი ვეტერინარები, ვეტერანები, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების და ბევრი მათგანი, ვინც ჩემს უკან დგას, ვინც უშუალოდ მონაწილეა ამ ბრძოლების, ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართული მებრძოლების გმირობის, მიგვაჩნია არასწორად, - ამის შესახებ გენერალმა და "ჯერ საქართველოს" წევრმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო დანაყოფის  მებრძოლები, შინდისის და სხვა გმირები, რომლებიც დაეცნენ ამ ბრძოლაში, შეეწირნენ შეცდომას.

"ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ ჩვენი გმირები, რომელთაც ყოველ აგვისტოს ვგლოვობთ, დაიღუპნენ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში. "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო დანაყოფის მებრძოლები, შინდისის გმირები და სხვა გმირები, რომლებიც დაეცნენ ამ ბრძოლაში, შეეწირნენ შეცდომას.

ჩვენ "ჯერ საქართველოს" წევრი ვეტერანები, ვეტერანები, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების და ბევრი მათგანი, ვინც ჩემს უკან დგას, ვინც უშუალოდ მონაწილეა ამ ბრძოლების,  ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართული მებრძოლების გმირობის, მიგვაჩნია არასწორად. ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი არის ოკუპანტი. ქართველი გმირები დაეცნენ იმ მიწისთვის ბრძოლაში, სადაც ჩვენი მამა-პაპათა კუბოს ფიცარია. დიდება ქართულ ჯარს! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. მტრის ჯართან უთანასწორო ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი შეეწირა.