პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში გართულდა ყველაზე მეტად მაშინ, როცა საუბარმა აზრი დაკარგა და შარლ მიშელი დაგვჭირდა. უცხოეთიდან ვიღაც უფრო სანდო კაცი თუ არ ჩამოვიდა, ჩვენს საზოგადოებას ჩვენი მოლაპარაკება აღარ უნდოდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხს უნდა ჰქონდეს ის განცდა, რომ საკუთარი ხმა "ოცნებამ" წაართვა და ბრძოლის ჟინს გაუჩენს.

"პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში გართულდა ყველაზე მეტად მაშინ, როცა საუბარმა აზრი დაკარგა და შარლ მიშელი დაგვჭირდა. უცხოეთიდან ვიღაც უფრო სანდო კაცი თუ არ ჩამოვიდა, ჩვენს საზოგადოებას ჩვენი მოლაპარაკება აღარ უნდოდა. მაჟორიტარობის ამბავი იყო მთავარი მანდ, როცა რაღაცნაირად მოხდა რაღაც საკითხზე შეთანხმება და მანდ დაეკარგა სიტყვას ფასი და მანდ გაჩნდა ბალანსის პოლიტიკაზე საუბარი, თუ ვინ რა ძალას გამოასხივებდა და ვინ - არა.

ასეთი სტატისტიკაა - არჩევნების იდეა კვდება, მერე ამ იდეას აცოცხლებ, მერე აღმოაჩენ, რომ ხალხს კი მოსწონხარ, მაგრამ თვითონ არჩევნების იდეაზე აქვთ ხელი ჩაქნეული, მერე უნდა დაარწმუნო ამ იდეის სისწორეში და აღმოაჩენ რომ მობილიზება ვერ ხდება.

ჩემი განსხვავებული აზრი არის ის, რომ მე რომ მქონდეს განცდა, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი მოვიდა არჩევნებზე, მოგცა ხმა და მერე რომ აღმოაჩენ, რომ ეს ხმები წაერთვა, უფრო მეტად იბრძოლებს თავისი ხმისთვის და მას ექნება განცდა, რომ არჩევნები წაართვეს და გაუყალბეს, ეს იმისგან განსხვავებული იქნება, რაც 2024-ში ვნახეთ, რადგან ვერ მოვახერხეთ 2024-ში ხალხის მოყვანა, არც თავდაჯერება იყო და მერე გაბრაზდა ხალხი იმაზე, რაც კობახიძემ გამოაცხადა", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.