არავის ეშინია მათი, არავინ არასოდეს არ დაიხევს უკან და ჩემი სოლიდარობა ქალს - თინას, მის ოჯახს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა დაფიქრდეს, სად ვცხოვრობთ.

"გუშინვე, როდესაც ეს ვიდეო ვნახე ვიყავი შეძრწუნებული. ფაქტია, რომ ადამიანები ასე არ წერენ ბოდიშებს და მოწმენდილ ცაზე არ ამბობენ წლების წინ რაც მოხდა.

ჩემთვის, იყო ფაქტი, რომ ეს არის წარმოუდგენელი რაღაც და გული დამწყდა, რომ ბევრმა ეს არ დაიჯერა. 
ეს არ არის ის, სადაც  ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ, ეს გაცილებით უარესია. ადამიანებს იტაცებენ, არაფრის გამო რაებს უკეთებენ ივანიშვილის მოდგმის სამსახურში ჩამდგარი ადამიანები. 

არავის ეშინია მათი, არავინ არასოდეს არ დაიხევს უკან და ჩემი სოლიდარობა ქალს - თინას, მის ოჯახს. ყველა უნდა დაფიქრდეს, სად ვცხოვრობთ და სად ვიქნებით და თვითმმართველობის არჩევნები გამოსავალი რომ არ არის, ამაზეც უნდა დაფიქრდეს ყველა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს წინ კოტე იოსელიანის გატაცება და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაშინება უძღოდა.