განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ინკლუზიური განვითარების სამმართველოს გაუქმებას აპროტესტებენ.

მოქალაქეებმა სამინისტროში განცხადებები ჩააბარეს მოთხოვნით, რომ არ გააუქმონ ინკლუზიური განვითარების სამმართველო.

"ვერ გვხედავენ, არ უნდათ ჩვენი დანახვა და ეს არის მთავარი მიზეზი და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელსაც გვილამაზებენ რეორგანიზაციით და თითქოს სტრატეგიებზე მიბმით. არ არსებობს ინკლუზია იყოს დამატება, ინკლუზია არის აუცილებელი და პრიორიტეტი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების სამმართველო დამოუკიდებლად აღარ იარსებებს. ის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს შეუერთდება.