"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვა.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის გადახდაზეც მან უარი თქვა.

22 მაისს ზურაბ ჯაფარიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს.