ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 2 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა.

თვითმხილველების ცნობით, უბედური შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. 

მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.