ბათუმში ზღვამ 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ბათუმში ზღვამ 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
1738707502
ინტერვიუს დროს ზელენსკის ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ის პუტინთან ერთ მაგიდასთან დაჯდომას, თუ დაიწყებოდა პოტენციური სამშვიდობო პროცესი ოთხი ჯგუფის მონაწილეობით.ზელენსკის თქმით, ის მზად არის ამისთვის, თუ ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია მშვიდობა მოუტანოს უკრაინის მოქალაქეებს."რა თქმა უნდა, ჩვენ წავალთ ამ ვარიანტზე, ამ ოთხ მონაწილესთან შეხვედრაზე. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ვარ, როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, არ ვიქნები კეთილგანწყობილი მის მიმართ და მტრად მიმაჩნია. და გულახდილად რომ ვთქვა, მასაც მტრად მივაჩნივარ", - განაცხადა ზელენსკიმ.
1738699228
მისივე თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესები დიქტატურით ჩაკლა."რა გარანტია აქვს რომელიმე ბიზნესს, რომ ხარაზიშვილისნაირი ნიღბოსნების რომელიმე ბრიგადა არ შევარდება რომელიმე ბიზნესში და არ წამოიყვანენ იქიდან მანქანებს და გამოსასყიდს არ შეუთვლიან მერე ბიზნესს. რა გარანტია აქვს მდიდარ "ქოცს", რომ მის საკუთარ შვილს არ მიადგებიან იმისთვის, რომ რაღაცა სარგებელი მოიტანონ. ჩემი მოსაზრებით, პოლიტიკური პროცესი ბიძინა ივანიშვილმა ჩაკლა დიქტატურით. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ის ოქროს ძაფები, რომელიც ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან. ჩვენ ერთმანეთის მეტი არავინ არ გვყავს.ერთადერთი ბრძოლის იარაღი არის ქუჩა, ბრძოლის სხვა პოლიტიკური იარაღი არ გვაქვს. ამიტომ, სოლიდარობა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენ არავის არ მივატოვებთ, ჩვენი მეგობარია თუ უცნობი, განსხვავება არ არის. მზია ამაღლობელს სოლიდარობა, ყველა მოშიმშილეს, ბათუმელ მედროშეს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ვერ გააიგივებს თავს პუტინთან და ვერც ლუკაშენკოსთან იმიტომ, რომ ჯერჯერობით თავისუფალი საზოგადოება აქ ვართ, მაგრამ როდესაც ჩვენ გავქრებით, შემდეგ რეჟიმი მიადგება იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მათ ნელ-თბილად შეუძლიათ ურთიერთობა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
1738698838
პრეზიდენტის თქმით, თუ უკრაინა ჯერ კიდევ არ გაწევრიანდება ნატოში, ქვეყანას სჭირდება დაცვა მთელი ამ პროცესის განმავლობაში."თუ ეს პროცესი წლებით ან ათწლეულებით გაჭიანურდება, არა ჩვენი, არამედ ჩვენი პარტნიორების გამო, მაშინ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სამართლიანი კითხვა: რა დაგვიფარავს ამ ბოროტებისგან მთელი ამ ხნის მანძილზე ამ გზაზე. მხარდაჭერის რომელი პაკეტი? მოგვცემენ ბირთვულ იარაღს? მაშინ მოგვცენ ბირთვული იარაღი. მოგვცემენ თუ არა რაკეტებს იმ რაოდენობით, რომ შევძლოთ რუსეთის შეჩერება?“ - განაცხადა ზელენსკიმ.მისი აზრით, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის შეკავებას გარკვეული დროით."დაგვიბრუნეთ ბირთვული იარაღი, მოგვეცით სარაკეტო სისტემები, პარტნიორები, დაგვეხმარეთ მილიონიანი არმიის დაფინანსებაში, გადაიყვანეთ თქვენი კონტინგენტი ჩვენი სახელმწიფოს იმ ნაწილებში, სადაც გვინდა სტაბილურობა, რათა ხალხი მშვიდად იყოს.თუ ამაზე ვისაუბრებთ, კარგი, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რომლის შესახებაც გითხარით. თუ ჩვენ არ ვართ ნატოში, მაშინ რატომ არის ის (პუტინი) ჩვენს მიწაზე? თუ ჩვენ არ ვართ ნატოში და ამერიკა ამბობს, რომ მზად არ ვართ უკრაინა ნატოში მივიღოთ, მაშინ პუტინმა მთლიანად უნდა დაიხიოს ჩვენი ტერიტორიიდან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიას დატოვებს, შესაძლებელი იქნება ყველა იმ ზარალის ფინანსურ კომპენსაციაზე საუბარი, რაც უკრაინამ განიცადა ოკუპანტებისგან."ის (პუტინი) შემოიჭრა, რადგან ეშინოდა, რომ ჩვენ გავხდებოდით ნატოს წევრები. კარგი, ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები. გაეთრიეთ ჩვენი მიწიდან", - აღნიშნა ზელენსკიმ.2024 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში მოწვევის იდეას გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტით. ამავდროულად, გერმანია ფრთხილ პოზიციას იკავებს, უნგრეთი და სლოვაკეთი კი კატეგორიული წინააღმდეგი არიან უკრაინის წევრობისთვის.უკრაინა არ განიხილავს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის ფასად. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანების მოწვევა შეიძლება იყოს საკვანძო ნაბიჯი უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიებისკენ.
1738698832
10:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) 11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 12:30 საათზე - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ - თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144 - პროფკავშირული ორგანიზაციების ბრიფინგი - აქცია გაიმართებასაკონტაქტო პირი: ნიკოლოზ წიქარიძე - 595250546 13:00 საათზე - საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება წინა საფესტივალო პრესკონფერენცია და ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის წარდგენა.მისამართი: მაჩაბლის 11საკონტაქტო პირი: თეონა ომანაძე 599 58 00 01
1738698824
კურო: პიროვნული ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის პერიოდი. სოციალური კავშირების გაძლიერება და ახალი პროექტების დაწყება ხელსაყრელი იქნება.ტყუპები: ინტელექტუალური და სოციალური განვითარებისთვის ხელსაყრელი დროა. ახალი შესაძლებლობები და პროექტები თქვენს წინაშე გაიხსნება.კირჩხიბი: ტრანსფორმაციისა და ზრდის პერიოდი იწყება. შესაძლოა პირად ცხოვრებაში ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები.ლომი: დღე სტაბილურობასა და ფინანსური შესაძლებლობების გაფართოებას მოიტანს. შესაძლოა, კარიერული წინსვლა და ახალი პროექტების დაწყება.ქალწული: სტაბილურობისა და ფინანსური შესაძლებლობების გაფართოების პერიოდი იწყება. შესაძლოა, ახალი ცოდნის მიღება და გამოცდილების გამოყენება დაწინაურებისთვის.სასწორი: გექნებათ შესაძლებლობა, დაიწყოთ თქვენი ოცნების საქმე და კარიერულად დაწინაურდეთ. ენერგია და მოტივაცია დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.მორიელი: განახლებისა და ახალი შესაძლებლობების პერიოდი იქნება. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ცვლილებები და ახალი პროექტების დაწყება.მშვილდოსანი: თებერვალი, მშვილდოსნებისთვის, ზოგადად, ცვლილებების თვე იქნება. შეძლებთ, რთული დაბრკოლებების გადალახვას, რაც დიდ მოტივაციას მოგცემთ.თხის რქა: პირადი და პროფესიული იდეალების გადახედვის პერიოდი იწყება. დღე შესაძლებლობას მოგცემთ, ახალი პროექტები დაიწყოთ.მერწყული: დღეს, შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ, ხელიდან არ გაუშვათ შანსი და აკონტროლეთ ემოციები.თევზები: განახლებისა და ახალი შესაძლებლობების დროა. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ცვლილებები.
1738696776
მისივე თქმით, ზვიად ხარაზიშვილს ამალად ვინც დაჰყვება, სამმართველოს და მთავარი სამმართველოების უფროსად ჰყავს დანიშნული."ხარება" მარტო არ გადაადგილდება. ეგ რომ დადის, ამალა დაჰყვება და ეს ხალხი, სამწუხაროდ, ყველა მას დანიშნული ჰყავს სამმართველოს უფროსად ან მთავარი სამმართველოს უფროსად, რიგითი თანამშრომელი მანდ არავინ გეგონოთ, ვინც მის მანქანას 20-25 ადამიანი დასდევს და ელოდებიან, როდის მისცემს ბრძანებას. სისტემაში რომ მიდიხარ, ფორმას იცვამ და იქ გაბრაზებული მოქალაქე მოდის, მოქალაქე შენ, როგორც სახელობითად არ მოგმართავს, წარმოუდგენელია, მან იცოდეს შენ ვინ ხარ. ის ადამიანი თუ პირობითად შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობს, კონკრეტულად შენი მისამართით არ იძახის, მაგრამ რომ იძახდეს, მანდ არის თმენის ვალდებულება. შენც თუ ვიგინდარულად დაუბრუნე პასუხი მოქალაქეს, მაშინ სად არის სახელმწიფო, სისტემა, ადამიანის უფლებები. "თბილისი მოლთან" არ იყო დაგეგმილი ღონისძიება. დაგეგმვის შემთხვევაში, მანდ აქცია ჩატარდებოდა მშვიდობიან გარემოში. საპატრულო პოლიციას იმის დაორგანიზება გაუჭირდა, რომ ერთი მხარე გადაექცია ორმხრივ მოძრაობად. მართვა და კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. აქ არის ქულების დაწერა. ჩემი აზრით, "ხარება" შეჰპირდათ, რომ ამ აქციებს მოგიკლავთ რამდენიმე თვეში ამ სადისტური მეთოდებით და უნდა, რომ მინისტრთან და მთავარ მბრძანებელთან დაიწეროს ქულები", - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
1738695289
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ პროკურატურა რასაც მოითხოვს, იმას გაითვალისწინებს სასამართლოც, ამ შემთხვევაში კი გიგი უგულავას პატიმრობას."ყველას კარგად გვესმის, რატომ ხდება ეს. ეს არის დაშინების მცდელობა. რეჟიმმა დაინახა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებზე უჭირთ მომიტინგეთა კონტროლი, აქ გაზის, წყლის ჭავლისა და რობოკოპების გამოყენების საშუალება ნაკლებად აქვთ ამ ეტაპზე და ამოცანად დაისახეს, რომ დაიჭერდნენ იქ გამოსული ხალხის ნაწილს იმისათვის, რომ მომავალში სხვებს შეეშინდეთ მსგავსი პროტესტის გამოხატვის. ვერავის ვერ შეაშინებენ, გიგის პოზიციაც იგივეა. რასაც დაუკვეთავენ, იმას გააკეთებენ. პატიმრობას მოითხოვს პროკურატურა და პატიმრობას შეუფარდებენ გიგის. ამაზე ეჭვი არ შეიძლება, არსებობდეს. თუ გზა გადაიკეტა და ამის გამო, ვინმე არის ბრალდებული, მეც უნდა ვიყო. ამ ხალხს, ვისაც ბრალი აქვს წაყენებული, არავითარი ჯგუფური ორგანიზება არ იყო, სისულელეა. საინტერესოა, რა მიზნით შეარჩიეს ესენი. მნიშვნელობა არ აქვს სამართლებრივ პროცედურას, თუ ჩათვლიან, რომ მათი მიზნის მისაღწევად დასაჭერია 20 ადამიანი, დაიჭერენ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ."ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას სისხლის სამართლის მუხლით ახალი ბრალი წაუყენეს.
1738694936
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკაში."ჩვენ გვაქვს საკმარისი იშვიათი მინერალები და ხედავთ, რომ რუსეთს 2014 წლიდან ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ზოგან მართლაც არის მინერალების დიდი საბადოები. ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ისინი განვითარდნენ ჩვენი პარტნიორების მიერ, რომლებიც გვეხმარებიან მიწის დაცვაში, მტრის უკან დახევაში მათი იარაღით, ყოფნით და სანქციებით. და ეს აბსოლუტურად სამართლიანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ჯერ კიდევ სექტემბერში ტრამპთან განიხილა უკრაინაში ამერიკული ინვესტიციების შესაძლებლობა."ჩვენ ღია ვართ ამერიკული კომპანიების ინვესტიციების შემოდინებისთვის - სიამოვნებით. რატომ? იმიტომ, რომ თუ რუსეთი აკონტროლებს ამ სფეროს, მასში სხვა ქვეყნები და კომპანიები შევლენ. დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნება ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ამაზე ვესაუბრე - ეს ფაქტებია. ვისურვებდი, რომ ამერიკულმა ბიზნესებმა, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან უკრაინის ბაზარზე შემოსვლით, განავითარონ ეს მიმართულება აქ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას სამხედრო დახმარების გაგრძელებას ჰპირდება. უკრაინას ურანის, ლითიუმის და ტიტანის უდიდესი მარაგები აქვს.
"უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ"
1737532597
"მინდა, ვთხოვო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა პარასკეობით სინდისის პატიმრებისთვის მარშებში"
1738337529
"ეს გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ ყველა, ვინც ემსახურება "ოცნების“ რეჟიმს, არის პერსონა ნონ გრატად აღიარებული ევროკავშირის მასშტაბით"
1737733057
პოლიცია "მთავარი არხის" ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა
1738516663
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1737574255