ჩაქვში მატარებელი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა 3 აგვისტოს მოხდა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.