გორის მუნიციპალიტეტში 2 კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს.

33 წლის მამაკაცი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან მიმდინარეობდა.

მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს მდინარეში იპოვეს.