გორის ცენტრში ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია დედა-შვილი. 

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, "ნიკორას" სუპერმარკეტის წინ მოხდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას და ფოტომასალას "ქართლის ამბები" ავრცელებს.