ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
24 წუთის წინ
"საუბარი მზადდება“, - განაცხადა პესკოვმა.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 მაისს ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს და ნატოს ქვეყნების ლიდერებს გაესაუბრება.დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ აშშ-მა წარმოადგინა ძლიერი სამშვიდობო გეგმა და დროა, ომი დასრულდეს.
55 წუთის წინ
ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება.დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ.ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
15:32
ის იმედოვნებს, რომ ეს საუბრები ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება."ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დავურეკავ. საუბრის თემა „სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის“ დასრულებაა, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს“, - განაცხადა ტრამპმა.მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან ვაჭრობის განხილვას გეგმავს."შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და შემდეგ მასთან ერთად, ნატოს სხვადასხვა წევრ ქვეყანასთან ვისაუბრებ“, - აღნიშნა მან.ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროდუქტიული დღე იქნება."გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტა და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ყველა!“ - აცხადებს ტრამპი.
14:56
როგორც "მთავართან" საუბარში ონიანის დედამ განაცხადა, მის შვილს საავადმყოფოში შეყვანისთანავე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისათვის ხელოვნურ კომაშია.რაც შეეხება მომხდარს, ნინო შერმადინის თქმით, შემთხვევა უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მოხდა. შერმადინის თქმით, მისი შვილი ფუტსალს თამაშობს. დაპირისპირებაც მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელთან თამაშის დროს დაიწყო, თუმცა სიტყვიერი ინციდენტი მალევე ამოიწურა, თამაშის დასრულების შემდეგ კი მის შვილს ივა ტყეშელაშვილი პარკინგზე დახვდა და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.დედა ამბობს, რომ არსებობს კამერების ჩანაწერები, რომლებიც უკვე გამოძიების ხელშია, თუმცა დაკავებული არავინაა."ჩემი შვილი არის ფუტსალის დინამოს მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან. თამაშის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მოთამაშეებს შორის, ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის თსუ-ის ფიზმომზადების მწვრთნელი დაელოდა პარკინგზე, ეს ყველაფერი მოხდა ახალ სპორტის სასახლეში, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ნახა მარტო, კამერები ამოღებულია და როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს. არ ჩანს, მაგრამ ტრავმა ისეთია მიღებული, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა. ურტყამს თავში, სავარაუდოდ, უჭირავს ბლაგვი საგანი, ჩემი შვილი მოწყვეტით ეცემა უგონოდ და ის ტრიალდება, ჯდება მანქანაში და მიდის.ეს არის ივა ტყეშელაშვილი, თსუ-ის ფიზმომზადების მასწავლებელი და ინფორმაციები როგორიც გვაქვს, პოლიციელის შვილია. არაერთხელაა მსგავს კონფლიქტებში შემჩნეული, რაც სხვაგან ადრე გასვლია", - ამბობს ნაცემი ახალგაზრდას დედა" მთავართან" საუბარში.მისივე ცნობით, გამომძიებლებს ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონიათ - "საავადმყოფოში შეყვანის მერე გამოიძახეს პოლიცია, 1 საათში იცოდნენ სახელიც, გვარიც, ვინ არის, რა არის, მანქანის ნომერი და ა.შ. მაგრამ აქამდე დაკავებული არ არის. გვითხრეს, როცა საჭიროდ ჩავთვლით რაიმე ინფორმაციის მოწოდებას, მოგაწოდებთო", - განუცხადა ნაცემი ახალგაზრდას დედამ, ნინო შერმადინმა "მთავარს".როგორც შსს-ს პრესსამსახურში "მთავარს" განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავე, უწყება არ აკონკრეტებს.
14:39
"ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს. მისი განცხადებები ზუსტად ასახავს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას. მმართველი პარტია, "ქართული ოცნება", აგრძელებს აშკარა დეზინფორმაციის გავრცელებას და მტრულ თავდასხმებს ევროკავშირის ელჩებსა და ევროკავშირის ღირებულებებზე.2022 წელს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით და გაწევრიანების გზის დაწყებით, საქართველო დათანხმდა იყოს ყველა რეფორმისა და პოლიტიკური მოვლენის საგულდაგულო შესწავლის ნაწილი. სწორედ ასე მუშაობს ევროკავშირი გაფართოების მონაწილე ყველა ქვეყანასთან.ჩვენი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნათელი და თანმიმდევრული იყო: მიმდინარე რეპრესიები უნდა შეწყდეს. ეს მოიცავს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შეჩერებას, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას.ამრიგად, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რა უნდა გააკეთოს კურსის შესაცვლელად, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად, რისკენაც ისწრაფვის ქართველი ხალხი. და მიმდინარე კრიზისის მოსაგვარებლად, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური დიალოგის დასაწყებად. ჩვენ ასევე დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმა ჩვენს ელჩზე, მისი მუშაობისა და ევროკავშირის პოზიციების ახსნის გამო", - განაცხადა ჰიპერმა.
11:22
მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 24 აპრილს ხუბუტიამ ნაჯახის ყუით დარტყმები მიაყენა იულია ვანს, რამაც მაჯის დახურული მოტეხილობა, ასევე კიდურების ჭრილობები და დაჟეჟილობები გამოიწვია.საგამოძიებო კომიტეტი ბიზნესმენისა და ყოფილი თანამდებობის პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევისთვის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.ხუბუტია და იულია ვანი ურთიერთობაში იყვნენ 2024 წლის დეკემბრამდე და წყვილს შვილიც შეეძინა. ქალის ნათესავების თქმით, მას შემდეგ, რაც იულია ვანმა დაშორება გადაწყვიტა, ხუბუტიამ მის მიმართ მუქარები დაიწყო და დაჰპირდა, რომ ბავშვს და ქონებას წაართმევდა, თავად ქალს კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტავდა. ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულს დაზიანებები მაშინ მიაყენა, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს მეზობელ ოთახში ეძინა.ხუბუტიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია ქალის მკვლელობის მცდელობის, ფიზიკური ზიანის მიყენებისა და მკვლელობის მუქარის მუხლებით.
10:47
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სამართალი."აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
10:18
"17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა, ხოლო თარიღი სიმბოლურად უკავშირდება 1990 წლის 17 მაისს - როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.დღე, რომელიც ემსახურება ლგბტქ ადამიანების უფლებების ხილვადობას მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და გმობს ძალადობას, საქართველოში 2014 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით “ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღით” ჩანაცვლდა. 2024 წელს კი “ქართულმა ოცნებამ” 17 მაისი ოფიციალურად უქმედ და ის თბილისსა და რეგიონებში საზეიმო, ხალხმრავალი მსვლელობებით აღინიშნა.მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა.წელს ამ დღეს საქართველოში ლგბტქ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები ვხვდებით მძიმე და უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, სადაც “ქართული ოცნება” მიტაცებული არჩევნების ფონზე ცდილობს ერთპარტიული მმართველობის დამყარების გზით ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას. ანტიჰუმანური კანონების ამოქმედების ფონზე ქვეყანაში საბოლოოდ აფორმებს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმს და საქართველოში სიძულვილს, ჩაგვრასა და დისკრიმინაციას აკანონებს.რეალობას, როდესაც ჰომოფობია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მართვისა და ოფიციალური პოლიტიკური დისკურსის ღერძი გახდა, წინ უძღოდა მათ მიერ წარმოებული თანასწორობის საწინააღმდეგო პოლიტიკა, რომელიც რადიკალური ჯგუფების მიერ ლგბტქ ადამიანების სასტიკ ძალადობას იწყნარებდა და ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოების რეალურ რისკებს ღიად უგულებელყოფდა. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ლგბტქ ადამიანებს არ მისცემიათ შესაძლებლობა, სარგებლობდნენ შეკრების თავისუფლებით უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში. სახელმწიფო დემონსტრაციულ გულგრილობას იჩენდა ლგბტქ ადამიანების შეკრების უფლების რეალური დაცვის მიმართულებით და არ იღებდა ადეკვატურ პრევენციულ ზომებს ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით. უფრო მეტიც, აშკარა იყო მათი მხრიდან გამოვლენილი ლოიალობა ანტი-ლგბტქ მოძრაობების და ჰომოფობიური რიტორიკის მიმართ.ქვიარ თემისთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, პოლიტიკური თავისუფლების, განვითარების შეთავაზების ნაცვლად, “ქართული ოცნება” წლების მანძილზე ლგბტქ ადამიანებს მტრის ხატად მონიშნავდა, სიძულვილსა და შიშებს მოქალაქეების მართვისა და კონტროლის, ოპონენტების მარგინალიზების მიზნით იყენებდა.არაერთი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საბაზისო უფლებრივი გარანტიების მიღმა დატოვა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემი, რაც მათ სტიგმატიზაციას, გარიყვას და მიზანმიმართულ გაწირვას იწვევს.2024 წლის სექტემბერში პარლამენტმა მიიღო ,”ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კანონი ლგბტქ ადამიანებისთვის პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან ერთად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზეც შემზღუდავ დათქმებს და ცენზურას ითვალისწინებს. არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით, კანონი ფაქტობრივად კრძალავს ლგბტქ საკითხების ირგვლივ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას და ეხება როგორც აქტივისტურ, ისე შემოქმედებით, სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. გარდა იმისა, რომ მცდარ და სიძულვილის ნარატივებზე დაფუძნებული კანონი ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაძლიერებას, მსგავს შეზღუდვას მსუსხავი ეფექტი ექნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის - ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში.დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოპულისტური “ოჯახებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” ლოზუნგი ფარისევლური შინაარსისაა. ის უსირცხვილოდ ნიღბავს იმ მძიმე რეალობას, როდესაც ფაშისტური კანონების გამო ლგბტქ აქტივისტებისა და ხილვადი ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს - რაც მათ აიძულებს, იცხოვრონ საკუთარი ოჯახების, ნათესავების, მეგობრებისა და საკუთარი სახელმწიფოს გარეშე. “ოჯახების დაცვის” მიზნით მიღებული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით “ქართული ოცნება” ცდილობს მიჩქმალოს ოჯახების რეალური გამოწვევები - გაჭიანურებული სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა მზარდი მიგრაცია - რაც არათუ განამტკიცებს, არამედ შეუქცევლად აზიანებს ჩვენი ოჯახების სტრუქტურას.აღნიშნული პროცესები ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლის და მძაფრი ავტორიტარული, ანტიევროპული გეოპოლიტიკური შემობრუნების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში წარმატებით მოახერხა ავტორიტარული პოლიტიკის აღმასვლის ფერხულში ჩაბმა და სხვა ავტოკრატიული რეჟიმების გზას დაადგა. ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ხელწერა მარტივად ამოსაცნობია - ისინი მძიმე, კომპლექსური კრიზისების პირობებში მორალური პანიკის შექმნის გზით აძლიერებენ სხეულების კონტროლს; ქვეყნის შიგნით კი ლგბტქ თემსა და ქვიარ აქტივისტებს სახელმწიფოს მტრებად წარმოაჩენენ.ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ლგბტქ უფლებები არა მხოლოდ უარყოფილია, არამედ აქტიურად ხდება ამ უფლებებით სტრატეგიული მანიპულირება. ასეთ ვითარებაში ქვიარ და სექსუალობის საკითხების პოლიტიზირება ხდება, რადგან ავტორიტარული რეჟიმების ძალაუფლების წარმატება და მდგრადობა ნორმატიული საზღვრების დაწესებასა და საზოგადოების ტოტალურ კონტროლზეა დამოკიდებული.ამდენად, ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებით, “ქართული ოცნება” პრორუსული ავტოკრატიების კიდევ ერთ მარკერს იძენს და მათ რიგებში ეწერება. რეჟიმი ზედმიწევნით იმეორებს რუსეთისა და მისი ორბიტის ქვეშ მოქმედი ავტოკრატიული სისტემების პოლიტიკურ სტრატეგიებს, რომელიც, ერთი მხრივ,საზოგადოების შიშებისა და აფექტების მობილიზაციას - და ამ გზით პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას - ისახავს მიზნად, ხოლო მეორე მხრივ, ანტიევროპულ რიტორიკას ე.წ. ტრადიციული, რელიგიური ღირებულებების საპირწონედ.“ქართული ოცნების” მიერ გაფორმებული რეჟიმი მკაფიოდ ანტიჰუმანური და ფაშისტურია (და არა მხოლოდ ტრადიციული ან კონსერვატიული). ის ლგბტქ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში ღირსეული და უსაფრთხო არსებობის უფლებას ართმევს. როგორც ნებისმიერ სხვა ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, მასაც ადამიანების ჯგუფი კატეგორიამდე დაჰყავს, რომელიც უნდა აკონტროლო, დასაჯო, უგულებელყო ან საერთოდ ამოშალო/წაშალო.მსგავსი პოლიტიკა არ ემსახურება საზოგადოების ან ოჯახების დაცვას - მისი მიზანია შიშისა და სიძულვილის მეშვეობით, ტოტალური კონტროლის მობილიზებით, წინააღმდეგობის ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობა.უნდა გვესმოდეს, რომ ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის გზაზე მყოფი რეჟიმი მხოლოდ საზოგადოების ერთი კონკრეტული ჯგუფის - ლგბტქ ადამიანების/ქვიარ თემის - უფლებების ფეხქვეშ გათელვით არ დაკმაყოფილდება. ეს პროცესი შეუქცევადი გახდება და ხვალ საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავდასხმით გაგრძელდება.ამიტომ მნიშვნელოვანია დღევანდელი უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემის მიმართ, რაც ჩვენი საერთო ბრძოლის ნაწილია - ბრძოლისა დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვის და ჰუმანისტური პრინციპების პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაბრუნებლად.ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტქ ადამიანებს საქართველოში და მზად ვართ, ჩვენი რესურსები აქტიურად გამოვიყენოთ მათი უფლებების, საჭიროებებისა და ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვაგრძელებთ და არ შევაჩერებთ ლგბტქ უფლებებზე, ლგბტქ ადამიანების სისტემურ ჩაგვრასა და თანასწორობაზე ლაპარაკსა და ამისთვის ბრძოლას ბოლომდე!" - აღნიშნულია განცხადებაში.
"ზარქუსნაირ ტილიანს მართლა, წინკლიანს, ჰკითხეთ, კაცურია, ირაკლი, თანამდებობის პირი რომ ტირის, ქალმა დამარტყაო?"
11 მაისი 19:42
ერდოღანმა პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებების მთავარი პირობა დაუსახელა
11 მაისი 12:32
რუსეთი დიდ ბრიტანეთში სამხედრო აღლუმზე უკრაინელი სამხედროების მიწვევით აღშფოთებულია
3 მაისი 13:42
"არ უნდა ეღირსოს არაფერს კარგს არც იზა კელენჯერიძე, არც გიორგი გაბიტაშვილი და არც ივანიშვილის ოჯახი"
7 მაისი 13:49
ზელენსკი - თუ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დამარცხება, ვერცერთი დამნაშავე ვერ გაიმარჯვებს
7 მაისი 19:52