მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ გაჭედილთან ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა.

დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.