ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
ქალი შვილის გადარჩენის მცდელობის დროს დაიხრჩო.
მდინარიდან ჯერ 7 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, მოგვიანებით კი დედაც გარდაცვლილი ნახეს.
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
ქალი შვილის გადარჩენის მცდელობის დროს დაიხრჩო.
მდინარიდან ჯერ 7 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, მოგვიანებით კი დედაც გარდაცვლილი ნახეს.
1786014148
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც, ახალშობილის მოკვლის განზრახვით, მას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში მოათავსა.ახალშობილს, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკის სამედიცინო პერსონალმა გადაუდებელი და კომპლექსური სამედიცინო დახმარება გაუწია, თუმცა მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო, იგი 27 მარტს, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 4 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ პროკურატურაში.
1786012492
საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა.მელიას სასამართლოს უპატივცემულობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.ნიკა მელიასთვის დღეს გამოტანილი განაჩენმა მისთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.
1786010707
გზავნილის გათამაშება 20 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიურად 1,000 ლარი, ხოლო გათამაშების დასრულებისას სუპერპრიზი - 10,000 ლარი მოიგონ.გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს ბანკის თანამშრომლების გარდა. მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა მიღებული გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდოს. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე გათამაშების ერთი ბილეთი ენიჭება, რაც მოგების შანსს ზრდის.კამპანიაში მონაწილეობა ემიგრანტებსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, გზავნილი საკუთარ თავს გამოუგზავნონ, ხოლო თანხა საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდონ.გზავნილის კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე.
1786009015
"ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა კიდევ ერთხელ იმუშავა და შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებსაც ის ომისა და უკრაინელების მკვლელობის დასაფინანსებლად იყენებს.ბაშკორტოსტანში დარტყმა განხორციელდა „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე. იაროსლავის ოლქში კი, ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრის დაშორებით, დარტყმა განხორციელდა "სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე.წარმატებული იყო ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიაზე შავ ზღვაშიც. კერძოდ, დარტყმა განხორციელდა ორ სამხედრო-საპატრულო კატარღას და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე.მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების ყველა მებრძოლს, რომლებიც სისტემატურად აფართოებენ ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ამით ზრდიან დიპლომატიის შანსებს. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურის შტაბის ინფორმაციით, დარტყმები 5 აგვისტოს და 6 აგვისტოს ღამეს განხორციელდა.
1786008084
არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა.ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენეს,დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
1786007366
მიმდინარე პროექტებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე, სამუშაოები 17 მისამართზე ტარდება, რისთვისაც 479 500 ლარია გათვალისწინებული. საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გლდანის ა მიკრორაიონის N59 კორპუსში, სადაც, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობის სახურავი ახლდება.სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
1786006846
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის – შპს „ტექ-2017“-ის თანამშრომლის მეშვეობით, მართლსაწინააღმდეგო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ საქართველოს მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგით გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა; დაკავებულები ანგარიშებში შეგნებულად უთითებდნენ სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს, რის შედეგადაც გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ თანხას.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ სუსში.
1786001168
"საგანძურის მარათონი“ ერთჯერადი თამაში არ არის - ეს არის თავგადასავალი, სადაც ყოველი ახალი თვე მონაწილეებს თავიდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ კონკურენციაში, შეასრულონ ახალი მისიები და იბრძოლონ როგორც ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური პრიზებისთვის, ისე მთავარი საპრიზო ფონდისთვის.თამაშის ჯამური საპრიზო ფონდი 250 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, უკვე 160 გამარჯვებული გამოვლინდა და ჯამში 94 000 ლარი გათამაშდა. თუმცა, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის - ოთხი საგვარეულო მონეტების დაგროვებას აგრძელებს, რათა ფინალში მოხვდეს და მთავარი პრიზისთვის იბრძოლოს.თუ აქამდე ფიქრობდი, რომ თამაშში ჩართვა დაგაგვიანდა, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ახალი თვე ნიშნავს ახალ შესაძლებლობას, რადგან გამარჯვებულები ყოველთვიურად ვლინდებიან, ლიდერბორდები ახლდება და თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი საკუთარი აქტიურობით გაიუმჯობესოს პოზიციები. „საგანძურის მარათონში“ წარმატებას მხოლოდ ის არ განსაზღვრავს, ვინ დაიწყო თამაში ადრე - მთავარი ყოველდღიური ჩართულობა, სტრატეგია და მონეტების დაგროვებაა.ყოველდღიური და ყოველკვირეული მისიების შესრულების პარალელურად, მონაწილეები მობაილბანკის სხვადასხვა ფუნქციასაც აღმოაჩენენ და ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად იყენებენ. თითოეული შესრულებული მისია არა მხოლოდ მონეტებს, არამედ ახალ გამოცდილებასაც გაძლევს.თამაშში გუნდურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეული დაგროვილი მონეტა შენს პირად შედეგთან ერთად შენი საგვარეულოს საერთო ანგარიშსაც ემატება. ამიტომ, საბოლოო გამარჯვებისთვის ბრძოლა მხოლოდ ინდივიდუალური არ არის - ძლიერი საგვარეულო ნიშნავს უფრო დიდ შანსს, რომ ფინალში მოხვდე და 50 000-ლარიანი მთავარი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლო."საგანძურის მარათონი“ გრძელდება და ყოველ ახალ თვეს მონაწილეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თუ უკვე თამაშობ, ახლა საუკეთესო დროა კიდევ უფრო წინ წაიწიო ლიდერბორდზე; ხოლო თუ ჯერ არ ჩართულხარ, ახალი ციკლი, სწორედ, შენთვის იწყება.გახსენი მობაილბანკი, შეუერთდი შენს საგვარეულოს და დაიწყე ახალი თვე ახალი შესაძლებლობებით - "საგანძურის მარათონში“ ყველაზე საინტერესო თავგადასავალი ჯერ კიდევ წინ არის.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
1785959286
საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
1785331914
ვერაზე დაჭრილი 4 ადამიანიდან ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
1784754757
კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
1785327989
კონგოს რესპუბლიკაში სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური ტრაგიკულად დაიღუპა
1785332193