ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში მოზარდი დაიხრჩო, დედას კი ამ დრომდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა.

ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენეს,

დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.