ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ ხუცუბანთან წუხელ მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.