ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროში 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროში 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
1795959455
"მე არ ვიცი, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს. გაოგნებული დავრჩი, როცა გამომსვლელებში ვერ დავინახე სხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, ვისი მომზადებულიც არ უნდა ყოფილიყო, ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი.გარდა ამისა, არ მესმის ოლიგარქისა და ოპოზიციის ლიდერის ერთ სიბრტყეზე დაყენება, თუმცა ეს თავად გადაწყვიტონ.ჩემი აზრით, გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამაზე", - წერს ხოშტარია.28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ასევე, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი ბიძინა ივანიშვილის და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით და წარწერით - "ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა."ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნულს პროვოკაცია უწოდეს და "ოპოზიციის ალიანსისგან" მოითხოვეს პოზიციის დაფიქსირება - ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.
1795949220
როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, არაოფიციალურად კი, ბოკერიას ებარა მედიის კონტროლი, ლობისტებთან ურთიერთობა.„ბავშვებო, ახლა რომ წინა ხაზზე ხართ, მაშინ იმდენად პატარები იყავით, უბრალოდ ბევრი რამ არ გეცოდინებათ.მიშას ხელისუფლების დროს რამდენიმე „გავლენიანი“ ადამიანი იყო.რას ნიშნავდა ეს გავლენები?თუ ბიძინას მონა ვეზირები ჰყავს, მიშას ქვეყნის მართვის სხვა სისტემა ჰქონდა. ძლიერ, კომპეტენტურ, მცოდნე, რისკიან ტიპებს ირჩევდა და სფეროებს ბოლომდე ანდობდა.მაგალითად, ზურა ადეიშვილს პროკურატურა ჰქონდა ჩაბარებული, ვანოს – პოლიცია, კეზერას და მერე ბაჩოს – თავდაცვა, დასაწყისში ბაჩოს – ციხე, ბენდუს – რეფორმები, ნიკა რურუას მაშინ – კულტურის სამინისტრო და ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო.ვიღაცეები, რა თქმა უნდა, გამომრჩებიან, მაგრამ ვერაფრით გამოვტოვებ გიგა ბოკერიას, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი 2013 წლის ბოლო წამამდე, ვიდრე მიშა ხელისუფლებაში იყო.მოდით ჩავხედოთ, რა ებარა ოფიციალურად გიგას (არაოფიციალურსაც მოგიყვებით).თავდაცვა და შეიარაღებული ძალები;ძალოვანი და სადაზვერვო უწყებები;საგანგებო ვითარებები, საომარი მოქმედების გამოცხადების, დაზვერვის გეგმის მომზადება;საგარეო უსაფრთხოება;კონფლიქტების მოგვარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.ანუ, ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა.არაოფიციალურად – მედიის კონტროლი. ლობისტებთან ურთიერთობა, მათ შორის, ფინანსურიც.ასევე იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა.აი, კარგად დაფიქრდით, უნდა არსებობდეს თუ არა ერთი კითხვა მაინც, რომელიც მასთან შეიძლებოდა ჰქონოდა ბიძინას პროკურატურას?მაშინ, როცა ყველა დაიჭირეს, დააკავეს, გააქციეს, ტიპი ტროტუარზე დგომისთვისაც კი ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც კი:)ამიტომ, როცა ზღაპრებს მოისმენთ „არა მიშას“ კამპანიაზე, გახსოვდეთ, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მიშასთან ერთად იღებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბოლო წუთამდე და თქვენ უბრალოდ გა@@ებენ.და რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით, ჭკვიანი ხალხი ხართ თქვენ.პ.ს. დღეს მთელი ჩემი ფიდი, მათ შორის არამიშისტი ტიპები რომ პროვოკატორს მიწასთან ასწორებენ, ნიშნავს რომ საზოგადოებად შევდეგით“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.აღნიშნული პოსტის კომენტარში ნანუკა ჟორჟოლიანი ასევე წერს: „დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო“.
1795942049
“თამარ ჩერგოლეიშვილი გიჟია, არ ავყვეთ და გავატაროთ - ასე ვინც ფიქრობს, იმათთვის ვწერ: როცა ყველა მსგავსი პროვოკაციის უკან ჩერგოლეიშვილია; როცა მიკროფონთან ვინ მივა, ჩერგოლეიშვილი წყვეტს; როცა უკვე რამდენჯერ ერთობის დარღვევას ჩერგოლეიშვილის ბინძური თავდასხმები უდევს საფუძვლად;როცა ისედაც კედელთან მიყენებულ მედიას ჩერგოლეიშვილი პერმანენტულად ესხმის თავს რიგით ქოცებს რომ შეშურდებათ ისეთი ბინძური ბრალდებებით; როცა ხელისუფლება 9წლიანი მუხლით ბრალდებით ციხეში უშვებს ადამიანს, რომლის წინააღმდეგ გამონათქვამების ავტორი და პროკურატურის ერთადერთი მოწმე ჩერგოლეიშვილია...და როცა ეს ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური ალიანსის წევრია, თუ ლიდერი არა და ოპოზიციური ალიანსი ამ ყველაფერზე დუმს, მაშინ როცა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! გეთანხმებით, რომ ცალკე აღებული ჩერგოლეიშვილი კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა, მაგრამ იმ სტატუსით, რითაც დღესაა, რასაც აღწევს ვერ ხედავთ?! თავიდან წაიკითხეთ მაშინ მავნებლობების ის არასრული ჩამონათვალი, რაც ზემოთ მიწერია. და ეს ყველაფერი რომ გავატაროთ, რისთვის ვიბრძვით მაშინ - ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის?! ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ - ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?! გელოდებით”, - წერს სარიშვილი
1795941661
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1795941604
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, მაყუჩი, ამფეთქი ფალია, მჭიდები და 2 000-მდე საბრძოლო ვაზნა.სამართალდამცველების მიერ, ასევე ამოღებულია მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1795940526
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბრის თვეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 4 მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა სახის ნივთებს.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.პოლიციამ ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1795937464
"ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩერგო, ხომ იცით, არაადეკვატური და გიჟიაო, ამას ამბობენ ბანერის პასუხად ალიანსის წევრები. კარგი, ჩერგო თუ გიჟია და არაადეკვატური, მაშინ თქვენ, დალაგებულებმა საჯაროდ გვიპასუხეთ:1. ვინ მიიღო გადაწყვეტილება, სახალხო აქციაზე „ენმ“ სიტყვით არ გამოეყვანა? მხოლოდ ჩერგომ თუ ყველამ ერთად?!2. ბანერის შინაარსს თუ არ ეთანხმებით, საჯაროდ რატომ არ გმობთ და ჩუმად რატომ ხართ? მოსთხოვეთ ჩერგოს ამაზე პასუხი? გიგი წერეთელს რითაც აკომპლექსებს ვიცით, სუტინიორს რომ ეძახის, წერეთელს ეშინია, მაგრამ თქვენ რა გჭირთ? ჩერგოს ჰყავხართ მძევლად? თუ ასე კომფროტულია: ჩერგოს გიჟი ეძახოთ, დედა აგინოთ, როცა გინდათ, „ენმ“-ის წინააღმდეგ გამოიყენოთ, მის ზურგს ამოეფაროთ და მერე იძახოთ, „ჩვენ რა, ჩერგოა გიჟი“, „ჩვენც ყელში გვყავს“. ვინ მიიღო გადაწყვეტილება, „ენმ“-ისთვის უარი ეთქვათ სიტყვით გამოსვლაზე? ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ლევან ცუცქირიძე – შენ აქედან მხოლოდ პირველი პუნქტი გეხება. მაინტერესებს, თუ იცოდი, „ენმ“-ს რომ უარი უთხრეს სიტყვით გამოსვლაზე. გიგი წერეთელი, თენგო თევზაძე სიჩუმეც პასუხი იქნება.პ.ს. ჩერგოს არგუმენტი დაუდია. გვარამიას გაყიდულს ეძახიან და მაგიტომ არ გამოვიყვანეთ სიტყვითო. ანუ, გიგი წერეთელს სუტინიორს ეძახდა, გვარამიას - კანალიზაციას და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სუტიონიორის და კანალიზაციის გვერდით იდგა სცენაზე? ეს აღაია, ეს“, – წერს წითლიძე.28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.
1795935000
მისი თქმით, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას.„აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. ესაა ჩვენი გზავნილი. ეს გვჭირდება გასამარჯვებლად. და დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება. ანუ, გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია. დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას. ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით. დაიმახსოვრეთ, თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.
ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1795070082
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
1795119498
"ისეთები მოვისმინე - როგორ განაგებენ პატარა მეფუკები და როგორ "აგულავებენ" საკუთარი სქესისვე წარმომადგენლებს, პარალელურად კი სამშობლოზე და ოჯახურ სიწმინდეზე ღაღადებენ"
1794771214
"ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ დაიცვა ადამიანმა თავისი მეგობარი, მაგრამ თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას მაგალითად ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა"
1794761433
16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1794771197