შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დაკავებული, აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის ივნისიდან იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში  დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.