შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის 4 პისტოლეტი, 129 საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.