გამოცემა "ბათუმელების" ოპერატორ გურამ მურვანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.

მურვანიძე რეჟიმის პოლიციამ 12 ივნისს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, აქციის გაშუქების დროს დააკავეს.

ბრალდების მხარე მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.