ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

პროცესის პარალელურად, დაგეგმილია მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციაც.

ასევე ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვით მიმართავს მოსამართლეს.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.