"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.

პოლიტიკოსი სხვა სასამართლო პროცესების მსგავსად, არც განაჩენის გამოცხადებას დასწრებია.

ხოშტარია საპატიმროში უკვე 6 თვეა, იმყოფება და შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ელენე ხოშტარიამ 2025 წლის 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა "რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს და ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს.

აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა და ის განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.