სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ გიორგი ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

გიორგი ახობაძეს საგამოძიებო უწყება Facebook-ზე ვატო შაქარიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

8 ივლისს გიორგი ახობაძე 3000 ლარით დააჯარიმეს.

"წამოვწვები, დავისვენებ 25 დღე და მაგათ თუ ჰგონიათ, რომ გამოვალ სხვა აზრზე ვიქნები, ძალიან ცდებიან", - აცხადებს ახობაძე.