მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე საქმეზე 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ასევე  "ცვლილებისთვის" ლიდერებს ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას.

ასევე, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს და პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს.