მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის შეურაცხყოფისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. 

პროცესს არ დასწრებია არც თავად ლაშა ნაცვლიშვილი და არც მისი უფლებადამცველი.

ლაშა ნაცვლიშვილმა მეუფე იობს შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მას შემდეგ მიაყენა, რაც მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა, რომ "დღეს ქვეყანას ურწმუნო ხელისუფლება ჰყავს" და "მან თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა".