შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი საბუქსირო გემი "WESTGARTH" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს.

გემის კაპიტნის მიმართ სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყეს.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.