სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. 

ახობაძეს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.