მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად და მათთვის მეტი ფინანსური მოქნილობის შესაქმნელად, თიბისიმ კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი დანერგა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დოლარში ან ევროში განხორციელებული საერთაშორისო ტრანზაქციის თანხა  ანგარიშზე სრულად დაიბრუნონ და შემდეგ, თიბისი განაწილებით დაფარონ.

საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების პროცედურა მარტივია:  ნივთის ან მომსახურების შეძენის შემდეგ, მობაილბანკში, ტრანზაქციების ველში, პოულობთ განხორციელებულ ტრანზაქციას და ირჩევთ - „ტრანზაქციის განაწილება“. შედეგად, თანხა ეროვნულ ვალუტაში  ავტომატურად ბრუნდება ანგარიშზე და თქვენთვის სასურველ პერიოდზე, 4-დან 36 თვემდე, ნაწილდება. განაწილების საკომისიო თვეში 1%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი -  23.4%-დან.

საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გადახდაზე - იქნება ეს ონლაინ შოპინგი, სასტუმროს ჯავშანი, ავიაბილეთის შეძენა თუ სხვა საერთაშორისო სავაჭრო და სამოგზაურო სერვისი. მათ შორის, ისეთ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Temu, Amazon, eBay, AliExpress, SHEIN, Wizz Air, Ryanair, Booking.com, Airbnb და სხვა. მთავარია, ტრანზაქცია დოლარში ან ევროში იყოს განხორციელებული.

საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების დეტალური პირობების და პროცედურის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

„განაწილება“ თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მომხმარებლების სხვადასხვა სურვილისა და საჭიროების დაკმაყოფილების გასამარტივებლად შეიქმნა. საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ახალი შესაძლებლობა კი, იმ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებსა და ციფრულ სერვისებს ხშირად იყენებენ.

გახადე შენი სურვილები უფრო ხელმისაწვდომი - ისარგებლე თიბისის განაწილებით.