კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ხაზარაძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. 

კომისიაზე გამოუცხადებლობას კიდევ ექვს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ედავებიან.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ხაზარაძეს ბრალი პირველ აპრილს წარუდგინეს.