ავტომანქანა, რომლითაც რუსთაველის გამზირზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს, პოლიციამ ნიკოლაძის ქუჩაზე გააჩერა.

"ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლის თენგო თევზაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ავტომობილი წაიყვანეს, მძღოლი 1 000 ლარით დააჯარიმეს და მართვის უფლება ერთი წლით ჩამოართვეს.

დღის განმავლობაში "ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციების და შესაბამისი აპარატურის შეტანა სცადეს, თუმცა მათ შსს-მ ამის უფლება არ მისცა.