მე რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები. პროკურორის პასუხიმგებლობა იკვეთება, - ამის შესახებ დაკავებულმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მე რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები. პროკურორის პასუხიმგებლობა იკვეთება, - ამის შესახებ დაკავებულმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი წამების მოტივაცია იყო მისივე მობილური ტელეფონი.

"მე მაქვს თვითდაზიანებები, მობილური ამათ ხელში რომ არ აღმოჩენილიყო, მე მაწამეს. გიჩო აჩვენებდა ტელეფონებს. ამ დროს მე უკვე ნაცემი და ნაწამები ვიყავი. მე ვეუბნებოდი, რომ თუ პოლიციას ენდომებოდა, გახსნიდა. მიპასუხეს - „არა, ჩვენ გვინდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ შენ მართალი ხარ“, ვითომ ჩემს მხარეს იყვნენ.
მათი [ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი] შემოსვლის მომენტიდან ჩემთან შემოიყვანეს. არც კარანტინი გაუვლიათ.

პროკურორის პასუხიმგებლობა იკვეთება. მე რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები. ისინი შემოიყვანეს პარასკევს, რომ ორშაბათამდე ხმა ვერ მიმეწვდინა.

ამის შემდეგ გადამიყვანეს „ვივამედში“, შემდეგ კი უკან დამაბრუნეს. მე რომ გავყავდი, გოცირიძე და შოთა ყიფიანი, ციხის თანამშრომლებთან ერთად დამყვებოდნენ, რომ ვინმესთვის რაიმე არ მეთქვა. იზოლირებული ვყავდი. ერთადერთი შანსი ის იყო, რომ ორშაბათამდე გამეძლო, რომ ადვოკატი შემოსულიყო. მანამდე კი ის ადვოკატი, რომელთანაც 11 წელი ვმეგობრობდი და შვილის ნათლია ვარ, მოვიდა და ადვოკატი ვეღარ ვიქნებიო. ნდობა ამ პროკურორის მიმართ ნულია“, - განაცხადა დავით ფეიქრიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა. შემდეგი პროცესი 25 ნოემბერს ჩაინიშნა.