პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა. 

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.