შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული ბ. ვ და 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან  უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი“.

პოლიციამ ორივე მათგანი  ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.