რუსთაველის გამზირზე აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე. აქციის მონაწილეების თქმით, დევიძე ძალის გამოყენებით 10-მდე პოლიციელმა აიყვანა. 

რა გახდა მისი დაკავების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

უწყვეტი პროტესტის 388-ე დღეს მოქალაქეებმა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, შსს-ის მიერ აქციის პირობების განსაზღვრის მიუხედავად, ისინი მომდევნო დღეებში მსვლელობებს მაინც გამართავენ.

შსს-მ დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებს და მის მიმდებარედ სივრცეში.