შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი  ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს 60 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა ძებნილი არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.