საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს  თავისუფლების 2 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. 

ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებოდათ ბრალად, რაც  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა. 

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა.