თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ მცნო დამნაშავედ 173 მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფა. ჯარიმა 2000 ლარი და 2 წლით იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა. დასკვნა? 

სასამართლო წარმოადგენს ქოცნების ბრმა იარაღს და არ უნდა გვქონდეს ილუზია მის რამე სახით დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 

26 ოქტომბერს რუსული ოცნება უნდა გავუშვათ მის ორგანულ, მშობლიურ წიაღში, რუსეთში. 

სხვა შემთხვევაში, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს, რომელსაც რუსეთს საჩუქრად უმზადებს ქოცმთავრობა", - წერს ქაცარავა.

დავით ქაცარავა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა.