თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის პროცესი გაიმართა. პროცესზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.

თემურ ქათამაძე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, რაზეც სასამართლომ მას უარი უთხრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა.

თემურ ქათამაძის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.