ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა სახლს ცეცხლი წაუკიდა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.