პოლიციამ თავისუფლების მოედანზე ნოდარი წიწარიშვილი დააკავა.

ადგილზე მოქალაქეებს იგივე ბანერები უკავიათ ხელში, რის გამოც, გუშინ, 10 აქტივისტი დააკავეს. 

გოგა მემანიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

"რა მნიშვნელობა აქვს თეთრი [ფურცელი] იქნება, თუ შავი. ვინც დაარღვია ის დავაკავეთ. არ აქვს ამას მნიშვნელობა [რამდენის დაკავებას ვაპირებთ]. თუ რაიმე სახის სამართალდარღვევაა პოლიციელების მხრიდან, გადაცდომა, შესაბამის უწყებას შეგიძლიათ მიმართოთ, წარუდგინოთ თუ რაიმე მტკიცებულება გაქვს და რეაგირება მოჰყვება. არ მინახავს [როგორ აკავებდნენ გუშინ მოქალაქეებს]. შესაბამის უწყებას წარუდგინეთ [ვიდეო მტკიცებულება]... ვიდეოს როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ დარღვევას ვერ ვხედავ, თუ თქვენ თვლით, რომ ეს დარღვევაა შესაბამის უწყებას... რა თქმა უნდა არის და თუ ფიქსირდება, რომ რაიმე სახის გადაცდომაა პოლიციელის, მიბრძანდით, წარუდგინეთ და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. არა [არ არის კანონდარღვევა, რაც ვნახე]... კარგით პირველად ხომ არ ხდება ასეთი მსგავსი ფაქტი..." - აცხადებს გოგა მემანიშვილი.

"ბიძინა" და სამი ასოს კომბინაცია - ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას, გუშინ, თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ჯამში ათი ადამიანი დააკავა.