თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ექიმის გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ თავად გიორგი ახობაძეც ესწრება.

საქმეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განიხილავს. პროკურატურა ახობაძის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს და განმარტავს, რომ ის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაშია ბრალდებული.

ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის  7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახობაძეს თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთა ემუქრება.