ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების  4 930 კოლოფი სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 27 608 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  მე-200 მუხლით, რაც თავისუფლების 6-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.