შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა  - უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1989 წელს დაბადებულ  ი.გ.-ს და ადგილიდან მიიმალა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში ი.ე. პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.