თბილისში, ნაძალადევში 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისში, ნაძალადევში 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
1774256748
მისივე თქმით, რასაც ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, რასაც დაავალებს სასამართლოს, იმას გააკეთებენ."რასაც ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, რასაც დაავალებს სასამართლოს, იმას გააკეთებენ. თავიდან 6 წელი ჰქონდა მისჯილი, როდესაც დააპატიმრეს - 2021-ში და ეს 6 წელი თითქმის გადის, სწორედ ამ მიზნით დაუმატეს კიდევ ერთი იმდენი, რომ უვადო პატიმრობა ჰქონდეს, პრაქტიკულად, მისჯილი, შესაბამისად,სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება და მეორე განზომილებაც უნდა გავითვალისწინოთ - პუტინის დავალება არის, რომ სანამ სამხედრო კამპანია აქვს წამოწყებული უკრაინაში, მიშას თავისუფლება არის დაუშვებელი იმიტომ, რომ იცის მისი გავლენები, კავშირები, რესურსები და უკრაინას კიდევ ერთი ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც დაეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილის სახით, არ უნდა რომ შეექმნას. ეს ორი რეჟიმი როცა მაქსიმალურად დასუსტდება და დასრულდება, მაშინ იქნება მიშა თავისუფალი და აუცილებლად ის იქნება საქართველოში თავისუფლებაზე, რომ მას ჰქონდეს აქ პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობა", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 2014 წლის 2 აგვისტოს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
1774255865
"მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ - აი, ეს ეწერა სახეზე ივანიშვილს. ჩვენი დროა, მარტო ლხინში კი არა, ტრაგედიაშიც მარტო ჩვენ უნდა ვჩანდეთ, სახეზე ეწერათ ივანიშვილის თვალებში შემციცინე და ხალხთან ამპარტავან ხელისკაცებს და ხელისქალებს, უარმყოფელთ მცნების "არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ ხალხთან".და ეს მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ მცირედმა ნაწილმა ერისა და ბერისა ამოიღო ხმა 8 წლის წინ, შვილის ჯვრისწერა რომ სვეტიცხოველში გადაიხადა ივანიშვილმა და ტაძარი ყველასათვის ჩაკეტა, როგორც პრივატული ღონისძიებებისთვის კეტავენ კლუბებსა და რესტორნებს. ჩაკეტა სვეტიცხოველი, ყველაზე დიდი ისტორიული სიმბოლო ქართული მართლმადიდებლობის, რაც ბოლოს ალბათ რომელიმე ქართველი მეფის მეფედკურთხევის ცერემონიაზე მოხდა საუკუნეების წინ.და ეს მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ მცირედმა ნაწილმა ერისა და ბერისა ამოიღო ხმა, როცა გაუგონარი უგულისყურობით თუ შეგნებული ბოროტებით ჩვენს თვალწინ ინგრევა გელათის ტაძარი, საქართველოს მთავარი ეზოთერული სიმბოლო, ყველაზე დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის აშენებული და დამშვენებული "სხვაი ათინა და მეორე იერუსალიმი". ინგრევა როგორც ქართველთა რწმენის და განათლების სიმბოლო და ქართული ხუროთმოძღვრების და ფრესული მხატვრობის სიდიადის ძეგლი.სახელმწიფოს მიმტაცებელმა ბოროტმა ჩარჩმა, რა გასაკვირია, რომ ახლა უკვე გლოვაც მიიტაცოს. არა იმიტომ, რომ მარტომ იგლოვოს ყველას ნაცვლად. არა - იმიტომ, რომ მარტომ მართოს, ყველას ნაცვლად და ვიდრე ცოცხალია.და ეს მანამდე მოხდება, ვიდრე ყველანი ერთად (როგორც გუშინ ვიყავით) სამშობლოს არ გამოვტაცებთ კერპად თვითგამოცხადებულ მოძალადეს. გამოვტაცებთ და დავიბრუნებთ მთავარს, რაშიც ღმერთია განსხეულებული - თავისუფლებას და ურთიერთსიყვარულს. დავიბრუნებთ ადამიანური ყოფის იმგვარ საფუძველს, მწუხარების გამოხატვის თავისუფლებას, რაც, როგორც გუშინ აღმოჩნდა, ასევე შეზღუდული გვქონია", - წერს გვარამია.
1774255421
მისი თქმით, ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა."ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა, კერძოდ, ეპიზოდი ეხება სასამართლოს შეურაცხყოფას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე და ბრალდება თვეების შემდეგ წარედგინა.მთავარი მტკიცებულება იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა ხმის ვინაობას, რომლის საფუძველზეც ნიკას შეერაცხა აღნიშნული ბრალდება. თუმცა, საქმეში არის სასამართლოს თანამშრომლების, სხდომის მდივნის, მანდატურების და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ საქმე არსებით განსახილველად გადასცა. საქმის განხილვა 3 აპრილს ჩაინიშნა.ნიკას მიმართ მერამდენე ბრალია უკვე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სათვალავი გვაქვს არეული. ნიკა არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე, 2 დღეში არის ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა, სადაც ნიკა ფიგურირებს, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი. ნიკა მელია, ჩვენი გადმოსახედიდან, არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1774254147
კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.სპიკერებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც განიხილება: გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს პოზიციონირება კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინები განვითარებადი ბაზრების მიმართ, საინვესტიციო შესაძლებლობები უზბეკეთში, აქტივების მართვა და ა.შ.ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ლიდერ კომპანიებს, სარეიტინგო სააგენტოებს, ლოკალურ და რეგიონულ ინვესტორებს, ფინანსურ ექსპერტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედრები გამართოს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან.საერთაშორისო კონფერენციით, თიბისი კაპიტალი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას რეგიონში, საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ახალი ინვესტორების მოზიდვას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.
1774253949
მისივე ცნობით, ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა."23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში.ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა. ის, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი.სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მიმოხილულია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული კანონიერების პრინციპის შინაარსი, ასევე, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების/ხელმძღვანელობის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები; ხაზგასმულია თანაამსრულებლობისას ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) არსებობის აუცილებლობაზე, პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივ განხორციელებასა (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ქმედებაში თითოეული წევრის როლისა და ფუნქციის დადგენაზე. აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს.სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ჯეროვანი მსჯელობა და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1774253689
"ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება.მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის - საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას - ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია - ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია.მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას. ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, - აღნიშნულია გურამ კაშიას განცხადებაში.
1774249709
მისივე თქმით, ეს ხალხის ფულია და მთავრობა ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს მას."საწვავი ძვირდება. მთავრობამ გასცეს პასუხი საზოგადოებას, თუ როდის დაიწყებს ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა პროდუქციის წარმოებას. მრავალი გადავადების შემდეგ მისი მშენებლობა ჯერ კიდევ შარშან უნდა უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფომ 8,2 მილიონი დოლარი ჩადო ამ საწარმოს კაპიტალში და ფაქტობრივად, თანამესაკუთრეა. ეს ხალხის ფულია და მთავრობა ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს მას. ჯერჯერობით ის ვიცით, რომ ამ ქარხანამ შარში გახვია ქვეყანა და ყულევის პორტი პირობითად გადაურჩა დასანქცირებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
1774245159
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 288 850 (+970) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.03.26-მდე: ტანკები – 11 794 (+1), ჯავშანტექნიკა – 24 268 (+5), საარტილერიო სისტემები – 38 662 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 695 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 336 (+3), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 192 869 (+1 999), ფრთოსანი რაკეტები – 4 468 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 84 775 (+136), სპეციალური ტექნიკა – 4 098 (+0).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
1774185746 • საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა
1773772933
22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774099321
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774026579
ტაბახმელაში ქალის ცხედარი იპოვეს
1773411801
თბილისის მეტრო დღეს და 20-21 მარტს მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
1773946264