თბილისის საქალაქო სასამართლოში "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პროცესი ჩაინიშნა.

"19:30 სთ-ზე ჩამინიშნეს დღეს პროცესი, გირაოს ითხოვენ, კაი ხანია, აქ არ დამიპოსტავს", - წერს ჯაფარიძე. 

მისივე ინფორმაციით, პროცესი საბოტაჟის საქმეს უკავშირდება.

ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის საპატიმრო ორი დღის წინ დატოვა.